მინაშვილი – ნიკა მელიას სარჩელი სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო და ხელისუფლებას კონკრეტული კითხვები გამოუგზავნა

სარჩელი ეხება ნიკა მელიას უკანონო დაკავებას, საბოლოო გადაწყვეტილებაზე ბუნებრივია, ვერ დაგელაპარაკებით. ფაქტია, ასე სწრაფად რომ შედგა კომუნიკაცია, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ აქ არის ძალიან სერიოზული დარღვევები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა ნიკა მელიას საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

„გამოუგზავნა კონკრეტული კითხვები, უკვე დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული კითხვები დაუსვა ხელისუფლებას და ხელისუფლება არის ვალდებული ამაზე პასუხები გასცეს. ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა და ხელისუფლებამ დამალა, რადგან თვითონ ხელისუფლება ძალიან კარგად გრძნობს, რამდენად სერიოზული დარღვევები აქვს მას ნიკა მელიას უკანონო დაკავების მიმართულებით. დეტალებს მე ვერ გეტყვით, ეს არის კომუნიკაცია სტრასბურგის სასამართლოსა და ხელისუფლებას ანუ პროკურატურას შორის. კითხვებს სვამენ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის რამდენად არის პოლიტიკური ნიშნები ნიკა მელიასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ასე სწრაფად მოხდა კომუნიკაცია ბევრ რამეს ნიშნავს“, – განაცხადა მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმინაშვილი – როცა პარტიების ნაწილი შესულია პარლამენტში, ვადამდელ არჩევნებზე რთულია საუბარი
შემდეგი სტატიავაქცინას დღეს კიდევ 18 დეპუტატი გაიკეთებს