ვაქცინას დღეს კიდევ 18 დეპუტატი გაიკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების საჯაროდ აცრის პროცესი გრძელდება.

დღეს აკადემიკოს, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაქცინას 18 დეპუტატი გაიკეთებს.

როგორც საპრალამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს.

„ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას. ვაქცინაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასრულდეს პანდემია, ქვეყანა კვლავ გაიხსნას, გაიხსნას ეკონომიკა, გადარჩეს ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე, ჯანმრთელობა. ასე რომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და გაიკეთოს ვაქცინა,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმინაშვილი – ნიკა მელიას სარჩელი სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო და ხელისუფლებას კონკრეტული კითხვები გამოუგზავნა
შემდეგი სტატიაჯიმ რიში – მოხარული ვარ მელიას გათავისუფლებით, ახლა ველოდები, რომ ყველა პარტია დაიკავებს ადგილებს პარლამენტში