მინაშვილი: ნიკა მელია მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა იყოს

„მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნება დასმული, იქნება ის, რომ სწრაფად გათავისუფლდეს ნიკა მელია, რადგან ის უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდაზე, ის არის პარტიის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მკაფიოდ ავუხსნა, მესმის წუხილები, რომელიც არის საზოგადოებაში, რომ პოლიტიკოსები სხედან, რაღაც თემებზე საუბრობენ, ნაწილი საკითხების არის დაფარული, ნაწილი არ არის ცნობილი მოსახლეობისთვის, ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების საზრუნავია, ჩვენ ვნახოთ გზა, ყველაზე ეფექტური და სწრაფი გზა, რომ ქვეყანა გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან, ქვეყანაში მოხდეს აუცილებელი ცვლილებები და ადამიანებს შეეძლოთ კარგად ცხოვრება ამ სახელმწიფოში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ჩვენი საფიქრალი არც ერთ შემთხვევაში არ არის რაიმე სახის სავარძლები ან სკამები პარლამენტში. მთავარი მიზანი არის ნორმალურად, მშვიდობიანი გზით განხორციელდეს ქვეყანაში ცვლილებები და ამ ცვლილებებმა მოიტანოს სასიკეთო ძვრები ჩვენი ქვეყნისთვის. ამისთვის პირველ რიგში აუცილებელი და მთავარია, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ქვეყანაში შეწყდეს პოლიტიკური დევნა, რომ აღდგეს გარკვეული ნდობა მხარეებს შორის, რომლებიც გააგრძელებენ შემდგომ მოლაპარაკებას“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას ადვოკატების ბრიფინგი არ ეხება გირაოს გადახდას, ამიტომ ეს საკითხი გამორიცხულია
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და მორიგ ერთობლივ წერილს ავრცელებენ