ევროპარლამენტარები საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და მორიგ ერთობლივ წერილს ავრცელებენ

ევროპარლამენტარები საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და მორიგ ერთობლივ წერილს ავრცელებენ:

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას გვერდით გადადონ თავიანთი პარტიზანული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად კომპრომისისა და შერიგების გზით და თავი შეიკავონ უკვე მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაღვივებისგან. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები ყოველაფრის ფასად უნდა შენარჩუნდეს.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მედიაციის მცდელობებს, რომელიც ჩატარდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია და საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებები დებატების წინა პლანზე დააყენონ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და გამონახვას გამოსავალს არსებული კრიზისიდან”- ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

banner
წინა სტატიაშიმინაშვილი: ნიკა მელია მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა იყოს
შემდეგი სტატიაშსს-მ საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი