მინაშვილი – ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე საუბარი არის ძალიან რთული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე საუბარი ძალიან რთული და წარმოუდგენელიც კია.

„ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, გააჩნია, რა თემებზე შეიძლება იყოს საუბარი. „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი რაც ახასიათებს, არის ტყუილი, სიყალბე. ჩვენ ვნახეთ შარლ მიშელის მოლაპარაკება და იქაც კი გადააგდეს არამარტო ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, არამედ გადააგდეს ევრპოელი პარტნიორები, მათ შორის ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. ამიტომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე საუბარი არის ძალიან რთული და წარმოუდგენელიც კი ამ ვითარებაში. ახლა მთავარია აქტიური მოქმედება ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მხრიდან, პოლიტიკოსების მხრიდან, ერთიანი პოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „ლელომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს.

„ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ. ამ ვითარებაში, რაც უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხაინდრავა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს – სააკაშვილის საქმიანობას დავით აღმაშენებლის და დემეტრე თავდადებულის ღვაწლს რომ გაუტოლებ, ასე მგონია, არც ქართულ ეკლესიას უნდა სცემდე პატივს და არც მის მრევლს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი დღეს დაგეგმილ აქციაზე: ცდილობენ ხალხის გვერდის ავლით არიონ სიტუაცია