პაპუაშვილი დღეს დაგეგმილ აქციაზე: ცდილობენ ხალხის გვერდის ავლით არიონ სიტუაცია

“ოცნების” წევრი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი აქციით “ნაციონალური მოძრაობა” სიტუაციის არევას ცდილობს. პაპუაშვილი ადასტურებს, რომ პარლამენტში სამართალდამცავების მობილიზება დღეს დაგეგმილ აქციას უკავშირდება.

პოლიციის მობილიზება რა თქმა უნდა შეეხება დღევანდელ აქციაზე. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს, მათ აქვთ ისევ დესტრუქციული დღის წესრიგი, მათ არ მოსწონთ, რომ ხალხი არ აძლევს მანდატს და ცდილობენ ხალხის გვერდის ავლით არიონ სიტუაცია და დაიბრუნონ ძალაუფლება”, – ამბობს პაპუაშვილი.

წინა სტატიაშიმინაშვილი – ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე საუბარი არის ძალიან რთული
შემდეგი სტატიაგიორგი ღიბრაძე – მწვანე საშვი – ეს არის სპეციალური სტატუსი, რომელიც ავლენს, რომ ადამიანი არის მის გარშემო მყოფებისთვის უსაფრთხო კოვიდ-ინფექციის თვალსაზრისით