მიმართვა ჩრ. ამერიკის ეპისკოპოს საბას!

 

თქვენო მეუფებავ, გაკვირვებული და აღშფოთებული დავრჩი გავრცელბული კადრებით, სადაც ცოცხალი და არგადამდგარი პატრიარქის პირობებში, მოსაყდრედ წოდებული შიო ავსტრალიელი აჯილდოებს თქვენს სამღვდელოებას. ესაა თქვენი ეპარქიული უფლებების უხეში შელახვა და აბუჩად აგდება.

საინტერესოა, ვინ არის “მოსაყდრე” მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის მამამთავრობისას?! რა უფლებები აქვს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით და რჯულისკანონით? რატომ დაეფინეთ ფეხქვეშ უკანონობას? რატომ აპარპაშებთ მას თქვენს სამღვდელმთავროში? თუ უკვე პატრიარქად დანიშნულია იგი და აღიარეთ ეს? მღვდელმთავარი რომელიც საკუთარ კანონიკურ უფლებებს ვერ იცავს, ვერც სხვას დაიცავს! მოსაყდრედ წოდებული შიოს მიერ საპატრიარქო ტახტის უზურპირება სახეზეა და ვაი მათ, ვინც თავისი კომფორმიზმით, უპასუხისმგებლობითა თუ ანგარებით ამას შეუწყობს ხელს! მაღლა ღმერთი და აქ ისტორია თავის მსჯავრს იტყვის!

 

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

banner
წინა სტატიაშირატომ იცავს და ხელს აფარებს რუსულ მხარეს ბატონი ლევან აბაშიძე?!
შემდეგი სტატიაპოლიციამ თერჯოლაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი