მიხეილ სარჯველაძე – მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას ნიკანორ მელიას დაპატიმრება სურს, ტყუილია

მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს ნიკანორ მელიას დაპატიმრება, არის ტყუილი, სინამდვილეში, თავად ნიკანორ მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ პატიმრობაში მოხვდეს ნიკანორ მელია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სპეკულაციები ამ თემაზე უსაფუძვლოა, რადგან ამ დრომდე მხოლოდ ნიკა მელიაზე იყო დამოკიდებული, დააპატიმრებენ მას თუ არა.

„ის მცდელობები, რომელსაც ოპონენტების მხრიდან ვაწყდებით ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ფუჭია, საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ის, რასაც საუბრობენ ოპონენტები აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორი მსჯელობაა. ერთადერთი პირი, ვის ხელშიც იყო ამ დრომდე გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენება- არგამოყენებასთან დაკავშირებით იყო თავად ნიკანორ მელია. აქედან გამომდინარე, მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს დაპატიმრება ნიკანორ მელიასი ეს არის ტყუილი, სინამდვილეში, თავად ნიკანორ მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ პატიმრობაში მოხვდეს ნიკანორ მელია, ასეთია რეალობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია ამ მიმართულებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება პატივს სცემს სამართლებრივ პროცედურებს, ამდენად, “ამ საკითხის გვერდზე გადადება ან თუნდაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არმსჯელობა, რასაკვირველია, არ იქნებოდა პატივისცემა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპებისა“. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს, როგორც სარჯველაძე აცხადებს, შესაძლოა, ოპოზიციამ ნიკა მელიას საკითხი „გაზაფხულის გასაცხელებლად“ გამოიყენოს.

„ვერ გეტყვით, ვინმეს თუ ექნება მცდელობა, რომ ეს კიდევ გააგრძელოს ამ ფაქტების გამოყენება გაზაფხულის გასაცხელებლად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს კარგ საბაბად შეიძლება გამოყენებადი იყოს. რასაკვირველია ისინი ეცდებიან, რომ ამ თვალსაზრისით გამოიყენონ ეს გარემოებები, თუმცა, შორს მიმავალ გეგმებს ეს მათ ვერ დაალაგებინებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, თუ ვინმე ეცდება სამართლებრივი საკითხის გამოყენებით მოლაპარაკებები ჩაშალოს, ეს ხელისუფლება არ იქნება.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია – ნიკა მელიას გადაწყვეტილება არის ნიკა მელიას გადაწყვეტილება, მე არ ვფიქრობ, რომ ამაში ვინმე უნდა ჩაერთოს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ვინც ამ ე.წ. პარლამენტში შევა, ქართველი ხალხი ყველას სახეში შეაფურთხებს