მიხეილ სარჯველაძე: ამაზე სწრაფად და ასე ხარისხიანად ვერც წარმომიდგენია, წარმართულიყო მუშაობა, რაც რეალურად მიგვიყვანს 12-პუნქტიანი გეგმის სრულფასოვან შესრულებამდე

„როდესაც ვინმე თავს იწონებს წინა ხელისუფლების დროს წარმატებებით და სინამდვილეში წარუმატებლობა იყო და ცდილობენ გაყიდონ ეს, როგორც წარმატება თუ უპირატესობა, ამის შემდეგ სამართლიანობა მოითხოვს, ამას ყველაფერს პასუხი გაეცეს და ამ დროს ჩვენი ყურადღების ცენტრში ექცეოდეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობა, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ, კარგად შევახსენოთ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, თითოეული განცხადება, რომელიც ოპოზიციის მიერ გაკეთდა პლენარულ სხდომაზე, იყო აბსოლუტურად მოკლებული ყოველგვარს საფუძველს.

„შემიძლია თავიდან გავყვე თითოეულს და ვაჩვენო, რომ არცერთ ამ განცხადებას რეალური საყრდენი არ გააჩნია. სულ რამდენიმე წუთში აქ იქნება წარმოდგენილი, მაგალითად, 12-პუნქტიანი გეგმის მე-11 პუნქტთან დაკავშირებით სრულფასოვანი, აბსოლუტურად უკრიტიკო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც უკვე გადის მე-2 მოსმენით. ამაზე სწრაფად და ასე ხარისხიანად, უბრალოდ ვერც წარმომიდგენია, რომ წარმართულიყო ის მუშაობა, რაც რეალურად მიგვიყვანს 12-პუნქტიანი გეგმის სრულფასოვან შესრულებამდე. არ მეყოფა 3 წუთი და შეიძლება, 3 დღე არ მეყოს აქ გაკეთებული განცხადებების რეალური გამოაშკარავებისთვის“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ამ პირობებში „გარდაცვლილ“ სააკაშვილსაც შეიძლება გამოუტანოს განაჩენი, ამიტომ არ გამიკვირდება ეს სასამართლო პროცესიც ჩარიხინდეს და ლოგიკური ახსნა არ ჰქონდეს – ადვოკატი
შემდეგი სტატიასერგეი შოიგუ – მობილიზაციის ფარგლებში 200 000-ზე მეტი ადამიანია გაწვეული