სერგეი შოიგუ – მობილიზაციის ფარგლებში 200 000-ზე მეტი ადამიანია გაწვეული

თავდაცვის სამინისტრომ ნაწილობრივი მობილიზაციის გეგმები ორ მესამედზე მეტით შეასრულა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„შეიარაღებულ ძალებში 200 000-ზე მეტი ადამიანია გაწვეული. ჩამოყალიბებული ქვედანაყოფების პერსონალის მომზადება 80 პოლიგონზე და ექვს სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს“, – აღნიშნა შოიგუმ.

მისი მტკიცებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული პირები სპეცოპერაციის რაიონებში მხოლოდ საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ გაიგზავნებიან სპეცოპერაციის რაიონებში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე: ამაზე სწრაფად და ასე ხარისხიანად ვერც წარმომიდგენია, წარმართულიყო მუშაობა, რაც რეალურად მიგვიყვანს 12-პუნქტიანი გეგმის სრულფასოვან შესრულებამდე
შემდეგი სტატიაირაკლი ქადაგიშვილი: კახეთი არის ეკონომიკური აღმავლობის გზაზე, ამას ყოველდღიურად ხედავს თითოეული კახელი