მიხეილ სააკაშვილს გეგმაში აქვს ვიზიტით ესტუმროს ევროპის რამდენიმე ქვეყანას

მიხეილ სააკაშვილს გეგმაში აქვს ვიზიტით ესტუმროს ევროპის რამდენიმე ქვეყანას. ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა განუცხადა უკრაინული ტელეარხის “ZIK”-ის წამყვანს.

მისი თქმით, მას არ მიუმართავს დიპლომატიური დამხარებისთვის რათა დაეტოვებინა აშშ-ს ტერიტორია.
“ეს არ არის საჭირო, რადგან დემოკრატიული სამყარო არ აღიარებს ვიღაცის ახირებას. პოროშენკო ფიქრობს, რომ ფულით შეიძლება მოსყიდვა და შეშინება, მაგრამ დემოკრატიულ სამყაროში ასე არავინ მოქმედებს”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იგი თავისუფალი ადამიანია და თავისუფლად შეუძლია იმოგზაუროს ევროპის ქვეყნებში. უფრო მეტიც, იგი გეგმავს ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში ვიზიტს.

“იცით, ეს იგივეა, რაც ადრე მოხდა, როდესაც მსოფლიომ არ სცნო საქართველოში ჩემს წინააღმდეგ აღძრული ე.წ. სისხლის სამართლის საქმე…მაშინ მე შევხვდი ობამას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ანგელა მერკელს, ევროპის ქვეყნების სხვა ლიდერებს და რატომღაც არავის გახსენებია ეს ფაქტი. ეს მარტივად აიხსნება – არავინ არ სცნობს მას. წარმოიდგინეთ, არც უკრაინა სცნობს, რომლის პროკურატურამ განაცხადა ამის შესახებ. ეს მხოლოდ პოროშენკოს ახირებაა, მე მისი ახალი ახირება ვარ”, – თქვა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაგადასახადო სამსახურში ბუნტი იწყება
შემდეგი სტატიასააკაშვილი ევროპულ ტურნეს იწყებს