საგადასახადო სამსახურში ბუნტი იწყება

ექსკლუზივი

როგორც კონფიდენციალურმა წყარომ „თაიმერს“ აცნობა, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები ორშაბათს ქუჩაში გამოსვლას და, პროტესტის ნიშნად, მუშაობას უარის თქმას აპირებენ.

„ეს სკანდალური ნაბიჯი თანამშრომლებს დღეს უნდა გადაედგათ, მაგრამ გადაწყვიტეს, ორშაბათამდე მოიცადონ და შექმნილ პრობლემზე ხელმძღვანელობის პასუხს დაელოდონ. საქმე ისაა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან 6 თანამშრომლი უსამართლოდ გაათავისუფლეს.  ისინი დაიბარეს და უთხრეს, რომ სამსახურიდან წასვლაზე განცხადება უნდა დაეწერათ. ამის მიზეზი კი მცხეთის სალობიესთვის დარიცხული ჯარიმა გახდა,“ – ამბობს წყარო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ ობიექტს მცხეთის მაჟორიტარი და გამგებელი მფარველობენ და სწორედ მათ მოითხოვეს ამ ხალხის სამსახურიდან გაყრა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ითხოვენ ზემდგომების მიერ უკანონო ჩარევის პრაქტიკისა და იმ თანამშრომელთა მიმართ დევნის შეწყვეტას, რომლებიც წესიერად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს გეგმაში აქვს ვიზიტით ესტუმროს ევროპის რამდენიმე ქვეყანას