“მიხეილ სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის იდეალებს უღალატა”

“ ჩვენ გვქონდა გეგმა, რაც არსებითი ცვლილება იქნებოდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მთელ ქვეყანაში, იქ, სადაც ეს იქნებოდა საკვანძო ივანიშვილის პირველ ტურში დასამარცხებლად შეთანხმების, ეს ყველაფერი ჩაშალა პირადად სააკაშვილმა და მისი გარემოცვიდან ყველაზე უფრო მის მიმართ ლოიალურმა ადამიანებმა, რომლებსაც იგივე სულისკვეთება აქვთ, რომ ძალაუფლება არის მთავარი. არა ის, რა მოხდება ქვეყანაში, არამედ ყველაფერზე წინ დგას ძალაუფლება. ივანიშვილის შეცვლაზე უფრო მთავარია, რომ მხოლოდ მას და მის გარემოცვას ჰქონდეს ძალაუფლება. ივანიშვილს ბაძავს ძალიან.

ამ დისკუსიის დროს, იქ [ენმ-ში] არიან გონიერი ადამიანები, ვისც ესმის ეს, მაგრამ ამ პარტიის ლიდერი დღეს არის არის სააკაშვილი, ამ ჩამოსხმის და შეხედულებების საკაშვილი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომელმაც ვარდების რევოლუციის იდეალებს უღალატა, რომელიც წავიდა იმ გზაზე და გამოიტანა დასკვნა, რომ ივანიშვილმა რაკი მოგვიგო არჩევნები თავის დროზე ყველას ერთად, უნდა დავემსგავსოთ მას და დაემსგავსა.

ამიტომ ვამბობთ ჩვენ – ივანიშვილი არის დღევანდელობა, ძალიან მძიმე და კატასტროფული, სააკაშვილს უნდა წარსული, ჩვენ გვინდა წინსვლა, მომავალი და გარდამტეხი ცვლილებები ”-აცხადებს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი საქართველო გვინდა, დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია
შემდეგი სტატიაიმნაძის თქმით, თბილისში, შესაძლოა, კორონავირუსზე შესამოწმებლად საველე კარვები დაიდგას