იმნაძის თქმით, თბილისში, შესაძლოა, კორონავირუსზე შესამოწმებლად საველე კარვები დაიდგას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის,პაატა იმნაძის თქმით, შესაძლოა, თბილისში კორონავირუსზე შესამოწმებლად საველე კარვები დაიდგას.

“ჩვენთან და სამინისტროს ვებ-გვერდზეა ამბულატორიული კლინიკების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ უფასოდ გაიკეთონ კორონავირუსზე ტესტები. კარავიც შეიძლება ჩავდგათ”, – განუცხადა ფორმულას იმნაძემ.

კორონავირუსზე შესამოწმებლად უფასო ტესტირების კარვები უკვე განთავსებულია ბათუმში, ქობულეთსა და ქუთაისში.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას – დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 193 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი, გარდაიცვალა 1 ადამიანი.

ჯამში, ქვეყანაში კოროანვირუსის 3695 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან, გამოჯანმრთელდა 1534 პაციენტი, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“მიხეილ სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის იდეალებს უღალატა”
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ენმ და სააკაშვილი არ არსებობდნენ, მაგრამ ქართველები რაღაცას “ვატრაკებდით”