მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა უკრაინელებს 17 ოქტომებრს გაემგზავრონ კიევში მიტინგზე

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, უკრაინული პარტიის “Рух Нових Сил”-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა უკრაინელებს 17 ოქტომებრს გაემგზავრონ კიევში მიტინგზე. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ხელისფლების გაწმენდა “დამპალი და ნაგავი” პოლიტიკოსებისგან. ამის შესახებ მან განაცხადა ხარკოვის მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას.
“დღეს ჩვენ უკვე ვუჩვენეთ ყველა ამ ბარიგას, რომ უკრაინა არ დაღლილა, რომ ინტელექტი უკრაინაში არსებობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან ბრძოლა, რომ ქვეყანაში არსებობს გამარჯვების ნებისყოფა და რომ უკრაინა დაამარცხებს მათაც და გარე მტერსაც”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინა გახდება ევროპის ძლიერ სახელმწიფო და თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსეული ცხოვრება.
მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უკრაინას დიდი პოტენციალი გააჩნია, ხოლო მისი რეალიზაციისთვის აუცილებელია ხელისუფლების გაწმენდა “დამპალი და ნაგავი” პოლიტიკოსებისგან და “ჭაობის ამოშრობა”.

banner
წინა სტატიაშისომალიში ტერაქტმა 231 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
შემდეგი სტატიაზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენის მდგომარეობა სტაბილურია