მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა საქართველოს იმიჯისთვის საზიანო იქნება

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას საქართველოს იმიჯისთვის საზიანოდ მიიჩნევს.

მისი თქმით, თუ მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს კვლავ წამოწევს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ხელისუფლებას, რეალურად, ქვეყნის მთავარი პრობლემებით არ არინტერესებს.

„თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა და თუ ჩვენი მთავრობა შეეცდება ახლა ახალი ენერგიით მისი გადმოცემის მცდელობის განახლებას, ასე ვთქვათ, ეს იქნება კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ ჩვენი მთავრობისთვის ქვეყნის წინაშე მდგომი უმწვავესი პრობლემები კი არ არის მთავარი პრიორიტეტი, არამედ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რაც მხოლოდ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, პირველ რიგში, საერთაშორისო ასპარეზზე. თან ამ შედეგს მაინც ვერ მიაღწევენ, თუ მიხეილ სააკაშვილმა თვითონ არ გადაწყვიტა, რომ წინააღმდეგობა აღარ გაუწიოს ამას. მოკლედ, ყველა შემთხვევაში, მთელი ეს ამბავი არის ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიიანუკოვიჩმა თავისი კონკურენტების იზოლირება ციხეებში მოახდინა, პოროშენკომ კი საზღვარგარეთ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტების შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების ან მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა