იანუკოვიჩმა თავისი კონკურენტების იზოლირება ციხეებში მოახდინა, პოროშენკომ კი საზღვარგარეთ

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე განცხადება საკუთარი Facebook-ის გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრმა, სერგეი ლიშენკომ გააკეთა.

ის მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში პეტრო პოროშენკოს სცენარს განმარტავს და ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნებას ვერ შეძლებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აიძულებენ თავშესაფარი ამერიკაში მიიღოს.

განცხადებაში ნათქვამია:

„პოროშენკოს სცენარი სააკაშვილთან მიმართებაში: გააუქმოს მისი უკრაინული მოქალაქეობა, ვიდრე ის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ამგვარად, სააკაშვილი ფიზიკურადაც კი ვერ შეძლებს უკრაინაში დაბრუნებას – მას დააკავებენ ბორისპოლში ჩაფრენისას და პირველივე რეისით საქართველოში ექსტრადირებას მოახდენენ. შეუძლებელი იქნება ფიზიკურად მისი დაცვა ექსტრადირებისგან. ფაქტობრივად, სააკაშვილს აიძულებენ მიიღოს თავშესაფარი ამერიკაში და დაივიწყოს უკრაინული პოლიტიკა. არ ეძებოთ პოროშენკოს ბრძანებულება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტის საიტზე – ის არ გამოქვეყნდება, რადგან პირზე პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. ეს ყველაფერი სპეციალურად გააკეთეს ზაფხულში, ვიდრე სამოქალაქო აქტივობა დაბალია. იანუკოვიჩმა თავისი კონკურენტების იზოლირება ციხეებში მოახდინა, პოროშენკომ კი საზღვარგარეთ.”

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა საქართველოს იმიჯისთვის საზიანო იქნება