პრეზიდენტების შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების ან მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მოლაპარაკებების დროს მიხეილ სააკაშვილი ექსტრადირების ან მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

„პრეზიდენტების შეხვედრაზე ამ თემის განხილვა არ მომხდარა და ეს არის ერთადერთი, რისი თქმაც მე დღეს თქვენთვის შემიძლია,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკო საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით ერთი კვირის წინ იმყოფებოდა და შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთანაც მართავდა.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი უკრაინული და ქართული მთავრობების გარიგების შედეგია.

უმრავლესობაში კი პოროშენკოსთან ამ საკითხის განხილვას უარყოფენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა საქართველოს იმიჯისთვის საზიანო იქნება
შემდეგი სტატიაქართული ლეგიონის მეთაური: სააკაშვილის ასეთი მეთოდით მოშორება მიუღებელია