მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი განიხილება

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას დაავალა, განიხილოს საია-ს საჩივარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” დაჯარიმებას ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაცია 31 ივლისს, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების წარდგენისას მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის ჩვენებას საარჩევნო კოდექსის დარღვევად მიიჩნევს.

ამ სარჩელის განხილვაზე აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ამ საკითხის განხილვა მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

დღეს კი, მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვიტა, რომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო უფლებამოსილია, ამ ტიპის დარღვევების ფაქტები განიხილოს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ
შემდეგი სტატია„პარლამენტისკენ მოემართება კოლექტიურ ივანიშვილთა ორგანიზებული ჯგუფი მილიონერთა ბანდების სახით”