„პარლამენტისკენ მოემართება კოლექტიურ ივანიშვილთა ორგანიზებული ჯგუფი მილიონერთა ბანდების სახით”

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მოუწოდებს, საკუთარი კანდიდატურები მოხსნან.

შალვა ნათელაშვილის განცადებით, ისინი პოლიტიკაში საკუთარი ბიზნესის დაცვისთვის მოდიან.

ლეიბორისტულ პარტიაში დღეს იმ ბიზნესმენთა ფოტოები გაავრცელეს, ვინც წინა ხელისუფლებასთანაც თანამშრომლობდნენ და 2016 წლის არჩევნებში ქართული ოცნების სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

„პარლამენტისკენ მოემართება კოლექტიურ ივანიშვილთა ორგანიზებული ჯგუფი მილიონერთა ბანდების სახით ახალი მილიარდების საშოვნელად. მოვუწოდებ კრიმინალ მილიონრებს, მოხსენით თქვენი ბინძური კანდიდატურები იქიდან, საიდაც თქვენი ადგილი არ არის. უნდა იყოს რაც შეიძლება ბევრი მდიდარი, მაგრამ არც ერთი მილიონერი პოლიტიკაში,“- შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი განიხილება
შემდეგი სტატია„საკანონმდებლო ცვლილებით “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება მოახდინა”