მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულების მორიგი პროცესი დღეს გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულების მორიგი პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

შსს-მ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 1 ოქტომბერს დაიწყო. მესამე პრეზიდენტის გარდა, საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებს წარედგინათ.

მათ გამოძიება მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. გარდა ამისა, ცომაიას კიდევ ერთი ბრალდება მესამე პრეზიდენტის მიერ საზღვრის კვეთაში დახმარებისთვის აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთის ქალაქ აქტაუდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისი შესრულდა
შემდეგი სტატიაყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედაა გამოცხადებული