ყაზახეთის ქალაქ აქტაუდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისი შესრულდა

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისი შესრულდა. ამჯერად ფრენა ქალაქ აქტაუდან თბილისის მიმართულებით განხორციელდა.

მგზავრებს შორის ძირითადად ყაზახეთის მოქალაქეები იყვნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ქვეყანაში ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა, მათი თქმით, ყაზახეთის ქალაქებს შორის გადაადგილება შეზღუდულია.

ამასთან, დღესვე, 08:10 საათზე ფრენა დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ აქტობეს მიმართულებით. რეისზე 48 მგზავრმა გაიარა რეგისტრაცია. როგორც გამგზავრებამდე ყაზახეთის მოქალაქეებმა განაცხადეს, ყაზახეთში ინტერნეტის მიწოდება შეზღუდულია, თუმცა, მათი ინფორმაციით, ქვეყნაში ვითარება შედარებით დასტაბილურდა, ქალაქებს სამხედროები აკონტროლებენ.

გუშინ საღამოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ქალაქ აქტაუდან კიდევ ორი რეისი მიიღო. მგზავრებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

banner
წინა სტატიაშისხვადასხვა ქვეყნის კორპორაციების ხელმძღვანელები, ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმესთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებენ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულების მორიგი პროცესი დღეს გაიმართება