მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნება ისევ გადაიდო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტის გამოქვეყნება ისევ გადაიდო.

“ემპათიას” ექსპერტებმა კლინიკა “ვივამედი” დაახლოებით ერთი საათის წინ დატოვეს. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევები უტარდება. ცნობილია, რომ კვლევების ჩატარების გადაწყვეტილება კლინიკის ექიმებმა მიიღეს, თუმცა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ეს უცნობია.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პროცესებს მიზანმიმართულად აჭიანურებენ იმისთვის, რომ მისი საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანა შეფერხდეს.

banner
წინა სტატიაშიანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიევროპული სამარცხვინო განცხადება – გოცირიძე ყაველაშვილის განცხადებაზე
შემდეგი სტატიარატომ იჩხუბეს ნიკა მელიამ და დავით კეზერაშვილმა – დიმიტრი ჩიქოვანი პარტიიდან გაუშვეს?!