ანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიევროპული სამარცხვინო განცხადება – გოცირიძე ყაველაშვილის განცხადებაზე

ანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიევროპული სამარცხვინო განცხადება,- ასე ეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილმა ამ განცხადებით ქვეყნის იმიჯი შელახა.

„ეს არის, ანტიამერიკული, ანტიდასავლური ანტიევროპული სამარცხვინო განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინას აბრალებს ომის ინიციირებას და პროვოკატორებად გამოჰყავს ნატო და დასავლეთი. ეს არის უპრეცედენტოდ უგუნური განცხადება, რომელიც არის ქვეყნის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველი.

ამ განცხადების უკან იმალება ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ბიძინა ივანიშვილსაც ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს და არა მარტო პოლიტიკური, შეიძლება სანქციებიც არ აკმარონ იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირ გამოწვევა დასავლეთისა რუსეთის სასარგებლოდ და საქართველოს საზიანოდ“, – აცხადებს ენმ-ს წევრი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ავსტრიასა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთობების გაძლიერება დიდ წვლილს შეიტანს და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნება ისევ გადაიდო