მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება

მიხეილ სააკაშვილმა პოროშენკოს განაკურგულებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას ითვალისწინებს საგანგებო განცხადება გააკეთა.

 

პოროშენკომ საბოლოოდ გადაწყვიტა დაადგეს განუკითხაობის გზას. მან ქვეყნიდან გააძევა ყველა ის ადამიანი, რომელიც ურთიერთობაში იყო ჩემთან. მათ სასტიკად სცემეს ჩემი მძღოლი, რომლისგანაც წაიღეს რამდენიმე ჩემი დოკუმენტი, რომელიც მასთან იყო (უკრაინის საკრედიტო ბარათები და სხვა..) მათ აღძრეს ათეულობით სისხლის სამართლის საქმე იმ ადამიანებზე, რომლებიც დამეხმარნენ მე უკრაინაში დაბრუნების დროს. მათ შორის იმყოფება ძალიან ღირსეული ადამიანები, რომელთაგანც ზოგი ამჟამად ციხეშია და ზოგიც შიდა პატიმრობაში. ისინი ჩვენს გზავნილებში დებენ “ფხვნილს”- კოკაინს და აცხადებენ, რომ ჩვენ აქტივისტებს ვუგზავნით ნარკოტიკულ ნივთიერებებს.
დღეს კი პრეზიდენტმა პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და გასცა ჩემი დაკავების განკარგულება, მიზეზად, რომ მე ვაპირებ სახელმწიფო გადატრიალებას ქვეყანაში და სხვა კიდევ მრავალი მოგონილი საქმეები ოდესიდან. ეს განკარგულება მან გადასცა უკრაინის გენერალურ პროკურორს ლუცენკოს, ისინი შემდგომი 3-4 დღის განმავლობაში სადღაც 3 დეკემბერს, როდესაც ჩვენ დაანონსებული გავაქვს, მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა უნდა აღასრულონ თავისი ოცნება და მოახდინონ ჩემი იზოლაცია-ნეიტრალიზაცია. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მან საბოლოოდ ჩაკლას უკრაინელ ხალხში მშვიდობიანი პროტესტის გრნობა. ისინი, როგორც ჩანს ვერ გაერკვნენ ჩემს ქმედებებში ოდესაში მოღვაწეობის დროს და ცდილობენ, რომ იგი გამოიყენონ მათ სასარგებლოდ, როგორც ჩემს მიერ” თანამდებობის ბოროტად გამოყენება”. დარწმუნებული ვარ 100%-ით,, რომ მათ მისცეს დავალება “CBU”-ს დეპარტამანეტს, რომელსაც ხელმძღვანელობს კონონენკოს მარჯვენა ხელი კოვალენკო. კოვალენკოს, (“CBU”-ს ხელმძღვანელის მოადგილეს), და გააკეთეს ჩემი ფალსიფიცირებული ხმის აუდიოჩანაწერი, რომლის გამოქვეყნებასაც ჩემი დაკავების დღეს აპირებენ.
ეს არის თქვენი მარში-“იმპიჩმენტის მარში”. თუნდაც სააკაშვილი ციხეში იჯდეს, ეს თქვენი მარშია, ეს არის თქვენი თავისუფალი ნების გამოხატვა ხელისუფლების განუკითხავი ქმედებების წინააღმდეგ, ეს უკრაინის მომავლის მარშია, ეს თქვენი შვილების მომავლის მარშია , ეს არის თქვენი მარში და ეს არის თქვენი შანსი. ეს იქნება ციხე, თუ ჩემი გადეპორტება საქართველოში, რომელიც რუსეთის დაკვეთით სრულდება, მინდა ვთქვა, რომ როგორც არ უნდა ვიყო და სადაც არ უნდა ვიყო, ბოლომდე ვიბრძოლებ უკრაინის უკეთესი მომავლისთვის. რადგან მე როდესაც დავბრუნდი უკრაინაში, ჩემი სიცოცხლე, თავისუფლება და რეპუტაცია საფრთხის წინაშე დავაყენე. მე შემეძლო პოლონეთში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან ამერიკაში მშვიდად მეცხოვრა, მაგრამ როდესაც უკრაინა იცლება სისხლისგან, როდესაც ადამიანები შიმშილით იხოცებიან, როდესაც ადამიანებს ამცირებენ გაუნათლებელი ადამიანების ჯგუფები, მე არ შემეძლო სამდე მშვიდად მეცხოვრა. ჩვენი მოძრაობა არის დემოკრატიული და მშვიდობიანი, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა გაგვიწიონ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას, სადაც საბოლოოდ ხალხი გაიმარჯვებს!

 

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1763947953635578/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიშსს – „პირბადეების აქცია“ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს
შემდეგი სტატიაპუტინმა აფხაზეთისთვის კრედიტის რესტრუქტურიზაციის დოკუმენტს ხელი მოაწერა