შსს – „პირბადეების აქცია“ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში განხორციელებულ ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახურში განმარტავენ, უწყებაში შევიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურის ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს.
„აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა და დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს“, – განმარტავენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 23 პირიდან, 19 საქართველოს მოქალაქეა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება