პუტინმა აფხაზეთისთვის კრედიტის რესტრუქტურიზაციის დოკუმენტს ხელი მოაწერა

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკას საექსპორტო კრედიტზე დაგროვილი დავალიანების დაფარვის ვადა 6 წლით გაუზარდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც 2010 წელს აფხაზეთის რკინიგზის აღგენისთვის გამოყოფილი კრედიტის გადახდა დე-ფაქტო რესპუბლიკამ დადგენილ ვადებში ვერ შეძლო. რუსეთის პრეზიდენტმა ახალი ვალდებულებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც სოხუმს კრედიტის დაფარვის ვადად 2023 წლიდან 2029 წლამდე განესაზღვრა. ამასთან, აფხაზეთს ყოველწლიური თანხის ოდენობა 368 მილიონი რუბლიდან 143 მილიონამდე შეუმცირდა .

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკამ რუსეთისგან ორი მილიარდი რუბლის სახელმწიფო საექსპორტო კრედიტი 2010 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე მიიღო. თანხა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას უნდა მოხმარებოდა, თუმცა კრედიტის გამოყენების ვადა 2013 წელს ამოიწურა.

მიმდინარე წლის მარტისთვის აფხაზურმა მხარემ ვალდებულებით ნაკისრი 556,8 მილიონი რუბლი გადაიხადა. დარჩენილი ვალი კი 1,7 მილიარდ რუბლს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატია(ვიდეო) სამხედრო დამნაშავემ სასამართლო დარბაზში საწამლავი დალია