უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინსტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომს საკითხს 9 ნოემბერს განიხილავს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვიცე პრემიერმა პაველ როზენკომ განაცხადა.
“როგორც ვიცი, ამ საკითხს მთავრობის სხდომაზე 9 ნოემბერს განვიხილავთ. მთავრობამ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ განაცხადი პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს”, – განაცხადა როზენკომ.
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 7 ნოემბერს გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ განცხადებას ხელს მაშინ მოაწერს, როდესაც შესაბამის დადგენილებას მთავრობისგან მიიღებს.