ნემცოვის მკვლელობის მოწმე ანა დურიცკაია სასამართლოში ისევ არ გამოცხადდა

6უკრაინელი მოდელი ანა დურიცკაია, რომელის რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა, უკვე მეორედ არ გამოცხადდა მოსკოვის საოლქო სასამართლოში -წერს “ბიბისი”.
დურიცკაია ადრე 25 ოქტომბერს დაიბარეს. მაშინ ბრალმდებელმა განაცხადა, რომ “დურიცკაისგან ცნობები არ არის” – უცნობი იყო, მიიღო თუ არა მოდელმა მოწვევა.
ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლთან ახლოს მოკლეს. მას თან ანა დურიცკაია ახლდა, რომელიც შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა. ის, რამდენიმე დღიანი დაკითხვის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა.
მოსკოვის სამხარეო სასამართლომ ნემცოვის საქმის განცილვა 3 ოქტომბერს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გათავისუფლების საკითხს უკრაინის მთავრობა 9 ნოემბერს განიხილავს
შემდეგი სტატიაბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ბავშვების მეურვეობაზე შეთანხმდნენ