მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილე, თამარ გაბუნია იმ ექიმებს შეხვდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთვებიან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ზურაბ ფაღავა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი კარდიოლოგიის დარგში;

დავით მეტრეველი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ენდოკრინოლოგიის დარგში;

ალექსანდრე ცისკარიძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ნევროლოგიის დარგში;

ნინო შარაშენიძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიის დარგში.

ასევე ნიკოლოზ ყიფშიძე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, რომელიც უკვე სამი დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ შედის და შესაბამის ნებართვას ელოდება.

დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილ, რაც შეხვედრის შესახებ კომენტარებს გააკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე: მეც პირადად და ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, რა თქმა უნდა, შეუერთდება აქციას
შემდეგი სტატიაკიევში სააკაშვილის მხარდამჭერები საქართველოს საელჩოსთან აქციას აწყობენ