კიევში სააკაშვილის მხარდამჭერები საქართველოს საელჩოსთან აქციას აწყობენ

კიევში საქართველოს საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს აწყობენ. ისინი მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები საელჩოს დროშებითა და ბანერებით მივიდნენ. ისინი სკანდირებენ “თავისუფლება მიშას”, “თავისუფლება სააკაშვილს”.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-13 დღეა ციხეში შიმშილობს.

 

მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბურჭულაძე – აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი არის მესიჯი, რომ ერთმანეთის გვერდით ვართ