მიხეილ სააკაშვილის ციხეში წამების ფაქტზე უკრაინის პროკურატურა გამოძიებას იწყებს

კიევის პეჩერსკის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ტეტიანა ოსტაპჩუკმა უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი დაავალდებულა, რომ დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება უკრაინის მოქალაქის მ. სააკაშვილის წამების ფაქტზე.

სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა და შესაბამისად, დაიწყო გამოძიებაც.

შეგახსენებთ: საქართველოს პენიტენციურ სისტემაში უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით სასამართლოს „უკრაინა-საქართველოს ფონდის“ თავმჯდომარე ლევან წითელაშვილმა მიმართა.

„გადაწყვეტილება ძალაშია შესული. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ვალდებულია, დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება უკრაინის მოქალაქის მ. სააკაშვილის წამების ფაქტზე“, – განაცხადა წითელაშვილმა.

წითელაშვილმა სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით 2021 წლის 15 ნოემბერს მიმართა

წყარო:CNews

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს