ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება ქალაქ წალენჯიხაში – თამარ მეფის, გამსახურდიას, ინტერნატის, კვარაცხელიას, მაიაკოვსკის, სალიას, ტაბიძისა და ჭურღული ას ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობები და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.

ქალაქ ჯვარში კი ანდრია პირველწოდებულისა და რუსთაველის ქუჩებზე არსებული შენობა-ნაგებობები და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.

პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება ქალაქ წალენჯიხაში, თამარ მეფის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ამავე ქუჩაზე არსებულ გზაჯვარედნიზე დამონტაჟდა შუქნიშნის სისტემა.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ციხეში წამების ფაქტზე უკრაინის პროკურატურა გამოძიებას იწყებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა DFC-ისგან 100 მლნ-დოლარის ინვესტიცია მოიზიდა