მიხეილ სააკაშვილი – უკრაინაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ნაცემები არიან

უკრაინაში დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე უკრაინაში რჩება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„უკვე ერთი დღე-ღამეა, რაც გატაცებულებს არც ქვეყნიდან აძევებენ და არც მათი ნახვის საშუალებას აძლევენ ვინმეს. იმის გათვალისწინებით, რომ იმ ბინაში, სადაც ისინი აიყვანეს, ბევრი სისხლია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი სასტიკად არიან ნაცემები და მათი გაძევების შეფერხება სწორედ დანაშაულის დაფარვის სურვილით არის გამოწვეული. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეუშვათ მათთან ექიმები და ადვოკატები“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მანამდე უკრაინის უშიშროების სამსახურმა განცხადება გაავრცელა.
„17 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად სამშობლოში იძულებით იყო გაძევებული საქართველოს 8 მოქალაქე“, – ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურში აცხადებენ.

 

 

WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტზე მთავრობასა და პარლამენტში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს
შემდეგი სტატიააქ სუნთქვა არ შეიძლება – ლეიბორისტები ჭავჭავაძის#37-ში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ