მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ მოწამლულია – კლინიკების ასოციაცია

მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ მოწამლულია – კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე აკეთებს. მედიკოსების განცხადებაში წერია რომ გამოხატული მდგომარეობა ეჭვს აჩენს რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მწვავე ინტოქსიკაცია მიმდინარეობს.

ექიმების თქმით, დასადგენია რამ გამოიწვია მოწამვლა, არაა გამორიცხული ის საკვებს, ან მედიკამენტებს გამოეწვია:

“მარტივად შეიძლება ითქვას, რომ მესამე პრეზიდენტის ორგანიზმი მოწამლულია გარკვეული ტოქსინებით, ვისი, ან რისი მიზეზით არ ვიცი, მაგრამ ჩვენ დღეს საქართველოში მივიღეთ მეორე ნავალნი. პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეზე”- ამბობს ვილი პაჭკორია, კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი

მედიკოსები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირის მანძილზე დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მაღალკვალიფიციურ კლინიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პაჭკორიას თქმით, ექიმები იძულებული გახდებიან, პროტესტს მიმართონ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედია – სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს „მარიუპოლის აღების შესახებ“ მოატყუა
შემდეგი სტატიაზელენსკი – ლიდერების დონეზე ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ ყოველი ასეთი ბუჩის, მარიუპოლის, ვოლნოვახას შემდეგ სურვილი და რწმენა, რომ დადგება მოლაპარაკების შედეგები, იკარგება