ზელენსკი – ლიდერების დონეზე ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ ყოველი ასეთი ბუჩის, მარიუპოლის, ვოლნოვახას შემდეგ სურვილი და რწმენა, რომ დადგება მოლაპარაკების შედეგები, იკარგება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა – რუსეთს შორის მოლაპარაკების შედეგის რწმენა და სურვილიც ყოველდღიურად მცირდება.

ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ფრანგული ტელეკომპანია BFM TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, ჯერ ისევ ღირს თუ არა რუსეთის ფედერაციასთან და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გაგრძელება, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამის თქმა უჭირს.

„ძალიან რთულია მას შემდეგ, რაც იყო და მას შემდეგ, რაც მსოფლიომ იხილა თუ რა გააკეთა რუსეთმა უკრაინაში. არის ასეთი აღქმა, რომ პრეზიდენტ პუტინთან დიალოგის იმედი, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მას შემდეგ, რაც არ ჩანს ამ დიალოგის შედეგი“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ახლა უკრაინა ემხრობა იმას, რომ ჩატარდეს შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის.

„ლიდერების დონეზე ამ ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ ყოველი დღის შემდეგ, ყოველი ასეთი ბუჩისა და მარიუპოლის შემდეგ, ყოველი ასეთი ვოლნოვახას შემდეგ სურვილი და რწმენა, რომ დადგება ჩვენი მოლაპარაკების შედეგები, იკარგება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ მოწამლულია – კლინიკების ასოციაცია
შემდეგი სტატიაუკრაინის ვიცე-პრემიერი – რუსებისგან ვითხოვთ სასწრაფო ჰუმანიტარულ დერეფანს „აზოვსტალიდან“, იქ დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია