მიხეილ სააკაშვილი საკვებსა და მედიკამენტებს არ კი არა, ვერ იღებს, იუსტიციის სამინისტრო ცრუობს – ნაყოფია

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი წამლებს შერჩევითად, ხოლო საკვებს მიზანმიმართულად არ იღებს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, კობა ნაყოფია სიცრუეს უწოდებს.

კობა ნაყოფიამ დღეს კიდევ ერთხელ რამდენჯერმე ახსნა, რომ მესამე პრეზიდენტს აქვს მიუღებლობა, რაც რეალურად გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სამედიცინო პრობლემებს უკავშირდება.

“ვერ იღებს საკვებს. ორგანიზმი ვერ ღებულობს საკვებს. ზოგჯერ არის, რომ მედიკამენტების გამოც ხდება ცუდად. არ ყოფილა, რომ მიგიღიათ პრეპარატი და ვერ ღებულობს ორგანიზმი, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ თუ საკვებს იღებთ, უარესად ხდებით, თუ მედიკამენტს ღებულობთ, ხდებით უარესად.
არ-ზე არ არის საუბარი, არის ვერ-ზე! და “ვერ” არის გამოწვეული სერიოზული სამედიცინო პრობლემებით, რაც აუცილებლად დროულად დასადგენია და დროზე არის სამკურნალო.
რეალურად, დღეს იუსტიციის სამინისტრო ცრუობს, დღეს სამინისტრო გამოდგა და იძახის, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას იყენებს, რომ წამლებს არ იღებს, საკვებს… რაც არ შეესაბამება სიმართლეს! სიმართლე არის ის, რომ ვერ იღებს. ამაში ძალიან დიდი სხვაობაა” ,-ამბობს კობა ნაყოფია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან ქეთრინ თაისთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ექნება ამერიკისთვის რეგიონში თანამშრომლობის კუთხით – დავითაშვილი
შემდეგი სტატიაახლა ჯერი ევროკავშირზეა – იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს – პაპუაშვილი