ახლა ჯერი ევროკავშირზეა – იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს – პაპუაშვილი

ახლა ჯერი ევროკავშირზეა – იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს მიერ ევროკავშირის კითხვარის სრულად შევსებას ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც კითხვარის შევსებაში მონაწილეობა მიიღო.

„საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო. მადლობა პრემიერ-მინისტრს ამ უპრეცედენტო მოცულობის სამუშაოს წარმატებული გაძღოლისთვის და დათქმულ ვადამდე დასრულებისთვის.

2669 კითხვის შევსების უკან დგას რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე, რომელთა პროფესიონალიზმმა და თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობამ ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახადა. მადლობა თქვენ თქვენი ქვეყნის დაუღალავი სამსახურისთვის. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული“, – წერს პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი საკვებსა და მედიკამენტებს არ კი არა, ვერ იღებს, იუსტიციის სამინისტრო ცრუობს – ნაყოფია
შემდეგი სტატიათუ ჰგონიათ, რომ ივანიშვილი თანხისთვის ქვეყანას ომში ჩართავს, კარგად არ იცნობენ – კობახიძე