მიხეილ სააკაშვილი: ქვეყანა არ შეიძლება იმართებოდეს ერთი ოჯახის კაპრიზებით

ბებიაჩემი მზია წერეთელიქვეყანა არ შეიძლება იმართებოდეს ერთი ოჯახის კაპრიზებით.ერთ დღეს ისინი უშვებენ მომაკვდინებელი ნარკოტიკების გაყიდვას,რასაც ახალგაზრდების სიცოცხლე ეწირება,მეორე დღეს ხალხმრავალი კლუბების დარბევის სრულიად უგუნურ ბრძანებას იძლევიან და მესამე დღეს ნარკოტიკების ლეგალიზაციის დაპირებას ამატებენ.ამასობაში,ახალგაზრდებს უკარგავენ ყველანაირ პერსპექტივას,უსპობენ სამუშაო ადგილებს,ქვეყანაში მრავალი ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო,უამრავი ახალგაზრდა ლომბარდში აბარებს ყველაფერს და სათამაშო ბიზნესის მსხვერპლი ხდება.ამ უპერსპექტივობის და გამოუვალი სიტუაციის შედეგად,ასობით ათასი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას,ან ვინც რჩება,მათი ნაწილი ნარკოდამოკიდებული ხდება.ქვეყანას სჭირდება ახალგაზრდებისთვის დასაქმების,ახალგაზრდებისთვის მომავლის შექმნის პოლიტიკა და მთავრობა,რომელიც ამ პოლიტიკას გაატარებს.იხელმძღვანელებს საქართველოს და მისი საზოგადოების გაარჯვებისთვის და პოლიტიკას არ ჩაანაცვლებს მმართველი ოჯახიდან გამოსული ავადმყოფური “მუსიკალური კლიპებიდან” გამოტანილი შინაარსით-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: უფლება დაირღვა, რა თქმა უნდა, უფლება აღდგენილი იქნება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია კონტრაქციის მონაწილეებს ამ წუთებში ხვდება