მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამასწინათ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, პოლონეთში ჩაფრინდა. ამის შესახებ იუწყება “Telewizja Republika”. გამოცემამ, ასევე, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას “ვარშავის აჯანყების” 73–ე იუბილესთან დაკავშირებით.
თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობებზე, უკრაინის საკითხზე.
დღეს საღამოს, საქარტველოს ყოფილი პრეზიდენტი ინტერვიუს მისცემს პოლონეთის ტელევიზიას.
რა სახის დოკუმენტებით ჩავიდა სააკაშვილი პოლონეთში ჯერ–ჯერობით უცნობია.

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პროკურატურა უარს აცხადებს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე
შემდეგი სტატიასაგადასახადო სამსახურში ბუნტი იწყება