უკრაინის პროკურატურა უარს აცხადებს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე

უკრაინის გენპროკუტურამ ვერ ნახა საქართველოს ექს–პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკასვილის საქმეში სისხლის სამართლის დანაშაული. ამის შესახებ იუწყება პარტია “”Рух нових сил Михайла Саакашвілі” – ის პრესსამსახური, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა უკრაინის მთავარი პროკურატურიდან მიღებულ წერილს.

უწყების წერილში ნათქვამია, რომ 2014 წლის 24 ნოემბერს და 2015 წლის 19 თებერვალს უკრაინის მთავარ პროკურატურას მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით. “2015 წლის 31 მარტს ჩატარებული გამოძიების შედეგად უკრაინის მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება არ განახორციელოს სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემა” – ნათქვამია წერილში.

banner
წინა სტატიაში„დიდი ჟულიკობა“ – რა კავშირია ბაზრობების დაწვასა და თბილისის გენგეგმას შორის
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა