მიხეილ სააკაშვილი: ნიკა გვარამიას დაპატიმრება ქვეყანას ევროატლანტიკური კურსიდან უკან დახევს

მესამე პრეზიდენტი “ვივა მედში” დღეს მხოლოდ მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ მოინახულა. უფლებადამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება ქვეყანას ევროატლანტიკური კურსიდან უკან დახევს.

მესამე პრეზიდენტის გზავნილი “მთავარი არხისთვის” არის ის, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

“დღეს ბუნებრივია უმნიშვნელოვანესი თემა მიხეილ სააკაშვილისთვისაც არის ნიკა გვარამიას, პრაქტიკულად, არ ვიცი, პოლიტიკურ ტყვედ ქცევა სასამართლოს მიერ. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს და დაცვის მხარესაც მიაჩნია, რომ არის კიდევ ერთი ნიმუში, იმისა, რომ აღარ არის საიდუმლო, აღარ ხდება ფარულად, არამედ მიმდინარეობს პირდაპირი პოლიტიკური რეპრესიები პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ და მიმდინარეობს კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა ერთადერთი მიზნით, იმისთვის, რომ ხელისუფლება რაც შეიძლება დიდხანს ინარჩუნებდეს ძალაუფლებას.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის არის კვლავინდებურად მძიმე, კვლავინდებურად ვერ იღებს საკვებს, თუმცა მკურნალობის კურსი დაიწყო და ეს არის პატარა პოზიტიური ნაბიჯი”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშივფიქრობ, დრო მოვიდა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების საკითხი წამოვჭრათ – პავილიონისი
შემდეგი სტატიაარაერთი საქმე ვიცით, ევროკავშირის თუ დასავლური ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკასთან, ან მედიასთან დაკავშირებული პირები იხდიან სასჯელს – ნინო წილოსანი