არაერთი საქმე ვიცით, ევროკავშირის თუ დასავლური ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკასთან, ან მედიასთან დაკავშირებული პირები იხდიან სასჯელს – ნინო წილოსანი

ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა აზრის გამოთქმა სთხოვეს წილოსანი. ის პოლიტიკურ “ბმას” ვერ ხედავს და ამბობს, რომ არც საქართველოს ევრიონტეგრაციას შეუშლის ხელს:

“არაერთი საქმე ვიცით, მათ შორის, ევროკავშირის თუ დასავლური ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკასთან, ან მედიასთან დაკავშირებული პირები იხდიან სასჯელს, ამიტომ ერთი მეორეს არ უკავშირდება და როდესაც ეს ყველაფერი დაკარგავს, ანუ, თქვენგან მინიჭებულ რაღაც განსაკუთრებულ წონას პოლიტიკასთან ბმის თემაზე, კიდევ უფრო ნათლად გახდება ცნობილი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეს ყველაფერი არ შეუშლის” ამბობს წილოსანი.

ის არ მოელის პრეზიდენტის მხრიდან ნიკა გვარამიას შეწყალებას, რადგან “მთავარი არხის” გენერალური რომ ადამიანს, “დესტრუქციულ ნაბიჯებს” დგამდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა და პირადად სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ნიკა გვარამიას დაპატიმრება ქვეყანას ევროატლანტიკური კურსიდან უკან დახევს
შემდეგი სტატიაგიორგი გუგუჩია: პრემიერის გადაწყვეტილებით მიმდინარეობს მუშაობა, რომ წალენჯიხამ და ზუგდიდმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობა შეძლოს