მიხეილ სააკაშვილი მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას ჯერ ციხიდან, მაგრამ მალე თავისუფლებაზე!

“საერთო გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე, მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას! ჯერ ციხიდან, მაგრამ მალე თავისუფლებაზე!” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იცოდა რაზე მიდიოდა და ეს თავდადებული ნაბიჯი მან შეგნებულად გადადგა.

ნიკა მელიამ ამომრჩეველს 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ხვალ ოპოზიცია გამარჯვებისთვის იბრძვის და არა ვინმეს დამარცხებისთვის.

მოგესალმებით გამარჯვების სრული რწმენით , – ეს ერთი და – მოგესალმებით უზღვავი ენერგიით და იმედით სავსე, – ეს ორი! ასეა ეს და გიზიარებთ ამ ჩემს ემოციებს. მაგრამ ემოციები იქით იყოს და ხვალ კი რეფერენდუმი გვაქვს! კენჭისყრა გვაქვს, რომლითაც ჩვენ ყველანი, დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას! გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ მოვიშორებთ ქვეყნის დამაქცევარ ხელისუფლებას!

გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ დავადგებით ნათელი მომავლის გზას! მომავლის, სადაც არც სიღარიბეა, და არც შიმშილი! აი იმ მომავლის გზას დავადგებით, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლებაა! მომავლის გზას დავადგებით, სადაც სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელია, პოლიცია მთლიანად დეპოლიტიზირებული და სუსად წოდებული სამარცხვინო პოლიტიკური ჟანდარმერია კი გაუქმებულია! დღეს ყველა ვხედავთ ოცნების ისტერიასა და ჩამოშლას მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო!

ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად, მთელ მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადად კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას! მას სრული უფლება ქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის!

დღეს ის ნამდვილად საქართველოშია! კი ის დააკავეს როგორც მოვისმინეთ, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი! ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც – ციხეში ყოფნა არაა პრობლემა – პრობლემა არის როცა ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს.

საერთო გამარჯვების შემდეგ კი ისიც, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას! ჯერ ციხიდან მაგრამ მალე თავისუფლებაზე! მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა რაც თქვა – ეს თავდადებული ნაბიჯია! მან თავის თავისუფლება დათმო ამ რეჟიმის დამარცხებისთვის!

ჩვენი თავდადება კი ბევრად მარტივ რამეში უნდა გამოვხატოთ – ავდგეთ ხვალ, დავდგეთ როგში, ავიღოთ ბიულეტენები და დავასრულოთ ოცნება! შემოხაზეთ ნებისმიერი 41 გარდა! ხოლო ენმ ყველა მომხრეს დამატებით ვალდებულება გვაქ – ჩვენი არჩევანით დავიხსნათ პრეზიდენტი სააკაშვილი! ეს ჩვენი სურვილიცაა და დღეიდან ვალიც!

რაც მთავარია, ხვალ ჩვენ მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომლითაც გავარღვევთ ქართული ოცნების დანერგილ მანკიერ წრეს – სიძულვილით, ბოღმით და დაპირისპირებით დახშულ წრეს გავარღვევთ ხვალ. და სრულიად დარწმუნებული ვარ, მეტიც, მისხალი ეჭვი არ მეპარება, აი ხომ შეიძლება ოდნავ მაინც გეპარებოდეს ადამიანს ეჭვი რომ ხვალ, ჩვენ, ყველანი ერთად დავადგებით ჩვენი სამშობლოს გადარჩენის ერთადერთ გზას!

და რატომ დავადგებით ერთადერთ სწორ გზას?! დავადგებით, რადგანაც უბედურია ის ქვეყანა, რომელიც შეგნებულად და გათვლილად სიძულვილით იმართება! სადაც ხელისუფლება თავის შანსებს არა ერთიანობაში, შეკავშირებაში კონსოლიდაციაში ხედავს, არამედ დანაწევრებაში, დაყოფაში, მტრობაში, სიძულვილში!

და ჩვენი ყველას სამშობლო არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა იყოს უბედური! ჩვენი ქვეყანა არ არის ზიზღის და სიძულვილის საშობლო! არ არის და ხვალ ყველანი ერთად ვეტყვით ივანიშვილს, რომ მისი რეჟიმი, რომელიც სამი სიტყვით გამოიხატება – გააღატაკე, გაანადგურე, დაჩაგრე – ამ კაცთმოძულე რეჟიმს ვეტყვით და აუცილებლად ვეტყვით, რომ დრო ამოიწურა! რომ მოთმინების ფიალა აივსო, მეტიც გადაივსო, რომ დროა გაქრნენ, როგორც ცუდი სიზმარი! რომ ბნელი დამარცხდა და, ჩვენ, – (ეს თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა) -ჩვენ, სინათლის მხარეს მდგომებმა, ჩვენ – სიკეთის მხარეს მდგომებმა! ჩვენ – ისტორიის სწორ მხარეს მდგომებმა! ჩვენ – სამშობლოს პატრიოტებმა გავიმარჯვეთ!

ხშირად მეკითხებიან – რა იქნება შემდეგ! აი 2 ოქტომბრის რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ?
იქნება ლეგიტიმაციისგან დაცლილი და ფეხქვეშ მიწაგამოცლილი, დამარცხებული მოძალადე რეჟიმი და დაუყოვნებლივ დაინიშნება ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები! აი, ეს იქნება და შემდეგ, იქნება გამარჯვება უკვე ვადამდელ არჩევნებშიც და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება პატრიოტი, წესიერი, პროდასავლური ძალების კოალიციისთვის!

დიდი ისტორიული წერტილის დასმა ქართული ოცნების უმძიმესი მმართველობის წლებზე! აი ეს იქნება მერე! მშვიდი, ზიზღისგან დაცლილი, განვითარების გზაზე დამდგარი საქართველო – აი, ეს იქნება მერე! ვეღარავინ ჩაიწერს ჩვენი და ჩვენი ექიმის საუბარს, მოძღვართან აღსარებებს! ვერავინ დაგვიხოცავს 20 წლის ინოვატორ ბავშვებს მომავლიდან! აი ეს იქნება მერე!

ჩვენ აღარასოდეს აგვერევა ერთმანეთშო მტერი და მოყვარე! ჩვენ მივაღწევთ ჩვენ მიზნებს და გავხდებით ნატოს და ევროკავშირის წევრები! აი, ეს იქნება მერე! და ბოლოს! ჩვენ ვიქნებით იმდენად მიმზიდველი, განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ქვეყანა, რომ ჩვენი ერთიანობა და ტერიტორიული ინტეგრაცია თავისთავად დადგება დღის წესრიგში! საქართველო გაერთიანდება – და აი ეს ისტორიული მწვერვალი იქნება მერე! მერე, 2 ოქტომბრის რეფერნდუმში გამარჯვების მერე! რომელიც აუცილებლად დადგება ხვალ და ამას ჩვენ ხვალ ერთობით მივაღწევთ!

ხვალ, ყველანი, ერთად, ორგანიზებულად და მშვიდად, მივდივართ საარჩევნო უბნებთან! მივდივართ, რომ შემოვხაზოთ ნებისმიერი, გარდა 41-ისა! მივდივართ, რომ შევცვალოთ ბნელი ნათელით, უმუშევრობა დასაქმებით, გულგრილობა მზრუნველობით, კორუფცია წესიერებით, ძარცვა და გაღატაკება – განვითარებით და სიმდიდრით!

ჩვენ მივდივართ, რომ გავიმარჯვოთ და არა ვინმე დავამარცხოთ! გავიმარჯვოთ ჩვენი სამშობლოს, თითოეული ჩვენგანის და ყველას საერთო გამარჯვების მოსაპოვებლად! ამაში, არც მოუცლელობა, არც უამინდობა, არც სიზარმაცე, არც რაიმე სხვა მიზეზი არ შეგვიშლის ხელს! რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის უამინდობა! რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის მოუცლელობა! რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის გულგრილობა! რადგან სამშობლოს სიყვარულის და დაცვის გზაზე პატრიოტი მოქალაქეები არასდროს ისვენებენ!

ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების, დედების, მამების, დების, ძმების ნათელი მომავალის მხოლოდ ერთი ხელის მოძრაობით გადაწყვეტის ფუფუნებას ისტორია ყოველთვის არ იძლევა! დიახ, ერთი ხელის მოძრაობით, ანუ ნებისმიერის შემოხაზვით 41-ის გარდა, ხვალ, ყოველი ჩვენგანი, პირადად, შედის ქვეყნის ისტორიაში! დადგა დრო გამარჯვების! და ამ გამარჯვებას ჩვენ მოვიტანთ ხვალ! – ამბობს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიმიშა ჩამოვიდა, ჩაჯდა, გაიმარჯვა – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა