ნინო ლომჯარია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაინტერესდება სააკაშვილის, როგორც დაკავებული პირის უფლებრივი მდგომარებით, პოლიტიკური შეკითხვები კი არ ექნება.

„მისი, როგორც დაკავებული პირის უფლებრივი მდგომარეობით დავინტერესდები. ალბათ თქვენც გაინტერესებთ მისი მდგომარეობა. ბევრი კითხვა გაქვთ. მე ჩემი მანდატიდან გამომდინარე შემიძლია, ვნახო დაკავებული პირი და გამოვიტან ამ ინფორმაციას. როგორც წესი, დაკავებულები თავად საუბრობენ ჩვენთან, რა მდგომატრეობაში არიან, სჭირდებათ თუ არა რაიმე დახმარება, მათ შორის პირველადი, მათ შორის სამედიცინო, როგორი იყო დაკავების დროს მოპყრობა და ა.შ. ამ ინფორმაციას ვკითხავს. შსს-თან მქონდა კომუნიკაცია და მათ დამიდასტურეს, რომ იმყოფება ამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მე არ მექნება მასთან პოლიტიკიური შეკითხვები, თუ მას ექნება რაიმეს თქმის სურვილი, რა თქმა უნდა მოვუსმენ, მე მაინტერესებს უფლებრივი პერსპექტივიდან მისი მდგომარეობა. ადვოკატებთან არ მქონია კომუნიკაცია. ზოგადად, შაბათ-კვირას არ ხდება ხოლმე ადვოკატების შესვლა, თუმცა იმედი მაქვს, მოხდება გამონაკლისი საკითხის რეზონანსულობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას ჯერ ციხიდან, მაგრამ მალე თავისუფლებაზე!
შემდეგი სტატიამდინარაძის არაერთგვაროვანი განცხადებები