მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილთან შეხვედრებს იხსენებს – შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ არხთან”, გადაცემაში “დღის სტუმარი” ჩართვისას გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, რამდენჯერმე მასთან შეხვედრა ითხოვა.

“ერთი-ორჯერ მოითხოვა ბიძინა ივანიშვილმა ჩემთან შეხვედრა და შევხვდი, შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური, ეს ახასიათებთ ასეთ ადამიანებს, ვინც მათ ზემოთაა, უნდა ემლიქვნელონ და ვინც ქვემოთ არის, უნდა დაჩაგრონ და ამიტომ მძულს მლიქვნელები. ერთერთ შეხვედრაზე მან შემოგვთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა, მინისტრებისთვის ბინების შეძენა და მე ვუთხარი, არც გაიფიქროთ ეს საერთოდ!”, – გაიხსენა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, შეეძლო თუ არა 2011 წელს ანზორ ჩუბინიძეს, თავისი ნება-სურვილის მიხედვით მისულიყო ვინმესთან ოჯახში და პასუხი მოეთხოვა. მისი თქმით, ეს შეუძლებელი იყო, რადგან იმ დროს ჩუბინიძე “უბრალო, დაქირავებული დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო”.

“ჩვეულებრივი, ხელშეკრულებით აყვანილი ივანიშვილის დაცვის თანამშრომელი იყო, რომელსაც ფულს უხდიდნენ ხელშეკრულების თანახმად, ისეთები, როგორიც ჰყავთ ბიზნესმენებს, იმათ ჰქონდათ ერთადერთი მანდატი, რომ ეტარებინათ იარაღი და დაეცვათ დაცვის ობიექტი. ჩვეულებრივი პოლიციელი იყო, იმათ ვინ გაანძრევინებდა ხელს?”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა დღის სტუმარში.

banner
წინა სტატიაშისამინისტრო – „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების დეტალური განხილვის პროცესი ჩაიშალა
შემდეგი სტატიაბოკერია – ივანიშვილის რეჟიმის წევრებმა განცხადებები საქმით უნდა დაადასტურონ