ბოკერია – ივანიშვილის რეჟიმის წევრებმა განცხადებები საქმით უნდა დაადასტურონ

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა საკითხების ის ნუსხა, რომელიც აუციელებელია ამ კრიზისიდან გამოსასვლელად და მათ შორის, ზოგი გრძელვადიანი, ზოგიერთი კი მყისიერად გადასაჭრელი – ისეთი, როგორიც არის პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და წინა შეთანხმების დარღვევით პატიმრობაში დატოვებული გიორგი რურუას გათავისუფლება და სვლა ვადამდელი არჩევნებისკენ, რაც შეიძლება სწრაფად – ამ საკითხებზე ჩვენ გვქონდეს შედეგები და სწრაფად. ის განცხადებები, რაც გაკეთდა ახლა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისგან, მაგალითად, ღარიბაშვილისგან, ახლა უნდა დადასტურდეს საქმით. საქმით დადასტურება არის, პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მერე სვლა შეთანხმებისკენ ვადამდელ არჩევნებზე”- თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ივანიშვილთან შეხვედრებს იხსენებს – შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური
შემდეგი სტატიარა შეღავათებით იმგზავრებთ ლურჯი მიკროავტობუსებით?