მიხეილ სააკაშვილი: გამოვდივარ ინიციატივით, მიენიჭოს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

დღეს ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაა. ის ოკუპანტებმა წამებით მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ თავი არ დაუხარა, იმიტომ რომ უარი თქვა ეღიარებინა “ახალი რეალობა”, იმიტომ რომ, ნამდვილი ქართველი იყო!
ტატუნაშვილმა გაიმეორა გიორგი ანწუხელიძის გმირობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ 21-ე საუკუნეშიც, სამშობლო, მისთვის მრძოლა და თავდადება, ისეთივე აქტუალურია, როგორც ყველა წინა ეპოქაში და გმირები, მარტო წიგნებში, არ არსებობენ.
ქედს ვიხრი მისი მშობლების წინაშე.
ტატუნაშვილი, ანწუხელიძის მსგავსად, არის მებრძოლი საქართველოს სიმბოლო, ნაწამების, ნაიარევის, მაგრამ მაინც გაუტეხელის!
გამოვდივარ ინიციატივით, მიენიჭოს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და სხვა ღონისძიებები ჩავატაროთ მისი სახელის უკვდავსაყოფად და ქართველების ახალი თაობების მის მაგალითზე აღსაზრდელად-აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარია – საქართველოს პრემიერმა გამოხატა კონსტრუქციულ პროცესებში ჩართვის მზაობა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: არჩილ ტატუნაშვილი არის მოკლული