გიორგი გახარია: არჩილ ტატუნაშვილი არის მოკლული

არჩილ ტატუნაშვილი არის მოკლული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, სოფელ წილკანში ჟურნალისტებს განუცხადა. მან ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის მნიშვნელოვანია ექსპერტიზის დასკვნა, შემდეგ კი გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა.

“მთვარია, რომ ჩვენ ოჯახს გვერდით ვედგეთ მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, მთავრობაც, თითოეული მოქალაქეც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ოჯახს გვერდით ამოუდგეს. გამიძიება მიმდინარეობს. ერთხელ ვთქვი, რომ ძირითადი ამოცანა იყო ჩვენი მოკლული გმირი, მოქალაქე, ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის. ახლა უკვე ჩვენი ძირითადი ამოცანაა გამოძიება. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ექსპერტიზის მონაცემები, რომლის შემდგომაც უკვე გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა. დღეს ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის მონაცემებს, რომელიც სამხარაულის ბიურომ დასკვნის სახით უნდა გადმოგვცეს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება”, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: გამოვდივარ ინიციატივით, მიენიჭოს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება
შემდეგი სტატიაშსს დევდარიანის საქმეზე შესაძლო მსხვერპლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს