მიხეილ სააკაშვილი ევროპელ პარტნიორებს მიმართავს და სთხოვს, მხარი დაუჭირონ საქართველოს EU-ში გაწევრიანებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპელ პარტნიორებს მიმართავს და სთხოვს, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის შესახებ კლინიკა “ვივამედის” დატოვების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა, სადაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რაც იცით, რომ არანაირ ცვლილებას არ განიცდის, მიუხედავად კლინიკაში მისი ყოფნისა, ვითარება არის ისევ ისეთი როგორიც იყო, დღეს, პრაქტიკულად, ჰქონდა მას სამუშაო დღე, იმიტომ რომ ის ცდილობდა…

უამრავი წერილი გამომატანა პერსონალური, თავისი კონტაქტებიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, ის არის ყველაზე ცნობილი ქართველი ევროპაში და თავისი პირადი კონტაქტებით ცდილობს შეეხმიანოს ყველას და გაუგზავნოს წერილი იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე რომელიც ახლა ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება ისეთი ისტორიული და ისეთი საბედისწეროც, რისი მოლოდინიც ყველას თანაბრად, შერეული გრძნობებით გვაქვს.

ამ მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, რომ მოეხერხებინა თავისი კავშირებით, თავისი ურთიერთობებით პირადი კონტაქტით ეთქვა ის მთავარი სათქმელი რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ის ითხოვს უპირობოდ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ ყველა წერილში არის მისი გზავნილი…

არ მაქვს ამის [გასაჯაროების] უფლება, იმიტომ რომ ეს არის ევროპის დიდ დედაქალაქებში გასაგზავნი წერილი რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს საუბრობდა ის, როგორი მნიშვნელოვანი იყო მაშინ როდესაც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალზე ის უკვე არ გახლდათ საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად, მხოლოდ ის იყო მიწვეული ამ ცერემონიალზე, – ამბობს ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოში მაიმუნის ყვავილის 2 სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, მეორეს იკვლევენ – გამყრელიძე